უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ პირებს, ჯამში 19 ადამიანს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს – ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი , თბილისის მერი , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი , შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი , კახა ბექაური.
„ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას- ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც ს, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ.
„ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ – იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის ადვოკატი – კურტანიძე ხათუნა მიქაცაძეს ფიზიკურად პოლიციის თანდასწრებით გაუსწორდა, ქალს აღენიშნება ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის დაზიანება – ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას!

ლევან მახაშვილი – ვხედავთ თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით – კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი