ლაშა ბაქრაძე – რაც უფრო გაიზრდება ძალადობა, მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთიდან წნეხი და ამ ძალადობაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც მოუწევთ პასუხი აგონ

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ბაქრაძის განცხადებით, რაც უფრო გაიზრდება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობა, მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთიდან წნეხი.
როგორც მან ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებას მოუწევს არა მარტო ქვეყნის შიგნით აგოს პასუხი, არამედ ქვეყნის გარეთაც.
„დასავლეთიდან წნეხი გაიზრდება. ჩვენ ამას ვნახავთ ახლა ეუთოს მინისტერიალზეც, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ვოიაჟი არ იქნება მისთვის ძალიან სასიამოვნო. ყველა მსხვილ ევროპულ სახელმწიფოს ექნება სერიოზული კითხვები საქართველოსთან მიმართებით. რაც უფრო გაიზრდება ძალადობა, მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთიდან წნეხი და ამ ძალადობაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით მოუწევთ, რომ პასუხი აგონ, არამედ ქვეყნის გარეთაც“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?