სახელმწიფო დეპარტამენტმა კალაძისა და გომელაურის დასანქცირებით უნდა დაიწყოს – ჰელსინკის კომისია

აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი განცხადებით ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების, აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დარბევას.
ჯო ვილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს, პერსონალური სანქციები დაუწესოს თბილისის მერს, ს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და ყველა იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლაში.
“საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია ჩამოიშორა და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების სახლებში და ოფისებში დაკავება. არ შეცდეთ: “ქართული ოცნება” კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.
-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააძლიერებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ”, – ვკითხულობთ ჯო ვილსონის განცხადებაში.
მეშვიდე დღეა, რუსთაველის გამზირზე თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო ს ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.
ფორუმი