ზელენსკის თქმით, უკრაინა „ოცნების“ ხელისუფლების დასანქცირებას აპირებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აპირებს, დაასანქციროს „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები.
„საქართველოში რაც ხდება, არის არა ერთი ერის და არა მარტო ჩვენი რეგიონის პრობლემა — თუ როგორ მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველო რუსეთზე დამოკიდებულობაზე. უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებენ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ. როცა მოსკოვში აქებენ ამ ხელისუფლებას, ეს ნათლად აღნიშნავს, ვისზე მუშაობენ თბილისში და ვისთვის არბევენ მიტინგებს.
ნამდვილად არ აკეთებენ ამას საქართველოსთვის. ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაგირებას და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება, მომზადდეს შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები“, — ნათქვამია მის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე: ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნიკა გვარამია: რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი”? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?