რასა იუკნევიჩიანე საქართველოში განხორციელებულ დაკავებებზე – ბიძინა = ლუკაშენკოს და პუტინს, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს სა და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ადარებს.
„ბიძინა = ლუკაშენკოს და პუტინს. საქართველო არადროს იქნება რუსეთი!“ – წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და აღნიშნულ კოალიციაში შემავალი „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ურიადმყოფელი: 1992 წლის 2 თებერვალს, ჯაბას ეს სიტყვები მისმა ბანდამ სისრულეში მოიყვანა და თამარ მეფის გამზირზე მიმავალი დემონსტრაცია ავტომატების ჯერით ჩაცხრილა. შედეგად დაიღუპა 23 და დაიჭრა 186 ადამიანი