ბრატისლავაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე დაესწრო და სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:
აქ უკვე მეორედ ვთამაშობთ, აქ ყოფნის უფლება ამჯერად ჩვენი თამაშით და უდიდესი შრომით მოვიპოვეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, ასევე ჩვენი ფეხბურთელები ივნისში ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი
და ჩვენი თავი აქ ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
დანარჩენ დეტალებზე ალბათ, ცოტა უფრო მერე უნდა ვისაუბროთ, წინ გვაქვს მარტის სანაკრებო პაუზა, ივნისის ამხანაგურები და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ამ თამაშებს მწყობრში შეხვდება”.