„გახარია საქართველოსთვის“ – რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივი რეპრესიებია – მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ!
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს – იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვკლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ