„ლელოს“ ორი წევრი დააკავეს

„ლელოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ავრცელებს.
„იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, — წერს საბა ბუაძე.
მანამდე სამთავრო ტელევიზიებმა გამოაქვეყნეს სავარაუდოდ აქციაზე გადაღებული ფარული ჩანაწერი, სადაც ამავე წყაროს მტკიცებით, კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების ქონების დაზიანების მიზანშეწონილობაზე საუბრობენ.
დღეს დილიდან პოლიცია შევიდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. დააკავეს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრები და გელა ხასაია, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი ზვიად ცეცხლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება