მოდრიჩი და “რეალი” კიდევ ერთი წლით – მოლაპარაკებები დაწყებულია

MadridXtra-ს ინფორმაციით, “რეალის” 39 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მადრიდულ გრანდში შესაძლოა, კიდევ ერთი წლით დარჩეს.
ხორვატი ვეტერანი “სამეფო გუნდთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. მას “ბლანკოსთან” კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და მიაჩნია, რომ კიდევ ერთი წლით მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და ამას ფიზიკურად გაუძლებს.
ინფორმაციისთვის, მოდრიჩი “რეალში” 2012 წელს “ტოტენჰემიდან” 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი ასისტი მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში