ბორჯომის მერია – ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ღობეების და ჭიშკრების რაბილიტაცია. გარე განათების სისტემისა და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა.
„სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ