„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს.
სამართალდამცველების პარტიის ოფისში შესვლისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მომხდარის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სამართალდამცველები პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა.
„პარტიის ოფისში დაახლოებით, 20-ზე მეტი ადამიანი იყო შესული. აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვთხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, წავიდნენ. ჯერჯერობით წავიდნენ. პოლიტიკური პარტიების ოფისებში ყველა უნდა იყოთ ფრთხილად,“ – განაცხადა გვარამიამ.