– თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, არავინ გიშლით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად! – ნუ გავანადგურებთ სამშობლოს! – ადამიანებზე ბულინგი ლიბერალური ფაშიზმია

თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, არავინ გიშლით ხელს, არავინ გიწევთ ამაში წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად! ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს! ნუ გავანადგურებთ დედაქალაქს! – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
„ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რაც ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი წამყვანი ქვაკუთხედია. თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, არავინ გიშლით ხელს, არავინ გიწევთ ამაში წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად! ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს! ნუ გავანადგურებთ იმ დედაქალაქს, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნის შვილებსა და ნუ დავაბულინგებთ მათ! ჩვენ ვხედავთ თუ როგორი შეურაცხყოფა, ბულინგი, ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე, ვინც ცოტა სხვანაირად ფიქრობს და არ ეთანხმება, არ ემხრობა იმ ძალადობრივ ქმედებებს, აქციებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარეობს. ვერ წარმოიდგენთ როგორი შეურაცხყოფისა და ბულინგის მსხვერპლები ხდებიან. ეს არის ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმი. ეს არის ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის; ეს არის ის, რაც ანგრევს ჩვენს საზოგადოებას, რაც ხლეჩს საზოგადოებას, აპირისპირებს ადამიანებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება!“- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ელენე ხოშტარია დღეს წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია – განსაკუთრებით მაინტერესებს მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც მეგობრობდნენ მასთან: ღამე როგორ გძინავთ?

ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენ პატივს ვცემთ თინა ბოკუჩავას და მიგვაჩნია, რომ მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს – ვინ იქნება შემდეგი თავმჯდომარე, ამის მკითხაობას აზრი არ აქვს, რადგანაც კანდიდატების შესახებ ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის