“მე მიყვარს იესო” – პრემიერ ლიგაში LGBT თემის მხარდამჭერ სამკლაურზე გაკეთებული წარწერის გამო,გუნდის კაპიტანს ჯარიმა ემუქრებოდა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გუნდების კაპიტნებმა LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურებით ჩაატარეს.
გამონაკლისი არც “კრისტალ პალასის” 24 წლის ინგლისელი მცველი მარკ გეჰი ყოფილა, თუმცა მან სამკლაურზე “მე მიყვარს იესო” დაწერა, რის გამოც ჯარიმა ემუქრებოდა.
საქმე იმაშია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია რაიმე ფორმით თავის აღჭურვილობაზე რელიგიურ შეტყობინებებს კრძალავს.
Sky Sports წერს, რომ ასოციაციამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ახლა ფეხბურთელი ამ ეტაპზე არ დააჯარიმოს. მას მხოლოდ გაფრთხილებას მისცემენ და წესებს შეახსენებენ.
ინფორმაციისთვის, გეჰი “ჩელსის” აღზრდილია, მაგრამ 2021 წელს ის “კრისტალ პალასმა”
შეიძინა და ამ ლონდონური გუნდის ღირსებას იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში