– სასწრაფო მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

აქციების დაწყების დღიდან, სასწრაფო დახმარების სამსახური მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში, უკლებლივ ყველა დაშავებული, ადგილზე იღებს სამედიცინო მომსახურებას, ისინი კი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებს, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.
ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო დახმარების მანქანების განაწილების პრინციპზეც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახური, გადაწყვეტილებას, კონკრეტულ მომენტში, ადგილზე არსებული ვითარებისა და საჭიროების მიხედვით იღებს.
„ასე ნაწილდება სად, რომელ ლოკაციაზე, რამდენი ჯგუფი განთავსდეს, როგორ ჩანაცვლდეს, როგორი იყოს მათი მოძრაობის მარშრუტები, რომელ კლინიკასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგეგმება ოპერატიულად.
ამ დღეების განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როდესაც ამის საჭიროება დამდგარა, სათანადოზე მეტი რაოდენობის სასწრაფოს ჯგუფები იყო მობილიზებული, რომ სადმე დეფიციტი არ შექმნილიყო. შესაბამისად, უკლებლივ ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება – ავტომობილები მობილიზებულია ისეთ ქუჩებზე, საიდანაც შესაძლებელია ძირითად მაგისტრალზე გადაადგილება, მაგალითად, განთავსებულია ლაღიძის, ან ჭანტურიას ქუჩის კუთხეში და ა.შ. “, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი