თუ უცხოეთში იქნება საჭირო გადაყვანა, სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას – სარჯველაძე 22 წლის დაშავებულ მომიტინგეზე

ჯანდაცვის მინისტრი, აცხადებს, რომ აქციაზე მძიმედ დაშავებული 22 წლის მომიტინგის გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მათ შორის, უცხოეთში გადაყვანას უზრუნველყოფს.
„მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“, — ამბობს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი