ირაკლი კობახიძის თქმით, იმ განცხადების შედგენაში, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა მონაწილეობდა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ განცხადების შედგენაში, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა მონაწილეობდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროტესტი, რაც ამ განცხადების გაჟღერებას მოჰყვა, ისედაც დაგეგმილი იყო და ამ განცხადების თქმის მიუხედავად აუცილებლად შედგებოდა.
„ამ განცხადების ტექსტის შედგენაში მთელი პოლიტსაბჭო მუშაობდა… რატომ არ შეწყდა პროტესტი ს შემდეგ? ეს ხომ ისედაც დაგეგმილი იყო. დღეს არ მოხდებოდა, მოხდებოდა 20 დეკემბერს. აუცილებლად მოხდებოდა. ეს იყო დაორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი, რაც ვიცოდით. რეალურად წინასწარ მოუწიათ იმის გასროლა, რაც უნდა გაესროლათ 20 დღით გვიან“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე მმართველი პარტია უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.