ირაკლი კობახიძე – რესურსი მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა და საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ?! – ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავება – 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები

რესურსი მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა და საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ?! ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის – ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავება. 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება წინასწარ იყო დაგეგმილი.
„ორი თვე, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია იცვლება, განსაკუთრებული რისკების შემცველი იყო. ხედავთ, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს ამ რეგიონში. განსაკუთრებით, რაც ში ხდება. 3 წლის განმავლობაში რის უფლებასაც არ აძლევდნენ უკრაინას – შორ დისტანციაზე რაკეტების გასვლა, იმის უფლება მისცეს. რატომ? – იმიტომ, რომ უნდათ, ახალ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ. ზუსტად იგივე რისკებია დაკავშირებული საქართველოსთან. ეს ორი თვე – დეკემბერი, იანვარი რისკებთან იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე დეკემბერი -იანვარი იყო რისკებთან დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, დეკემბერში (რომელიც ყველაზე დიდი რისკების შემცველი იყო) ვერავის მივცემდით ქვეყნის დაშანტაჟების საშუალებას. ხედავდით, რომ აქციები 5 დღის წინ არ დაწყებულა. გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში და რატომ? – არცერთი [ქვეყნის] მთავრობა, ხელისუფლება არ აკეთებდა განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა ს ლეგიტიმურობა აღიარა, არ კეთდებოდა განცხადებები და ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, კეტავდა ქუჩებს, შანტაჟი გრძელდებოდა. რესურსი მზადდებოდა. ეს პიროტექნიკა და საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ?! ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის. ეს იყო დაგროვილი პიროტექნიკა კონკრეტული სუბიექტების მიერ. არა მხოლოდ პიროტექნიკა -კონკრეტული „ენჯეოები“ ყიდულობდნენ სხვა აღჭურვილობას. რისთვის აგროვებდნენ? ე.ი. რაღაც იყო დაგეგმილი. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ არცერთი ქვეყნიდან არ კეთდებოდა განცხადებები ლეგიტიმურ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ნაადრევად მოუწიათ ამ შემთხვევაშიც რესურსების განიავება. 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ.