პირველ დეკემბერს საფრანგეთში მიქაუტაძესთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს

Le Parisien-ის ცნობით, პირველ დეკემბერს საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის გარდა კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის, პსჟ-ის ყოფილი შემტევის ეზეკიელ ლავეცის სახლი გაძარცვეს.
ნეილი-სურ-სენში მდებარე სახლიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს, ზარალის ზუსტი ოდენობა კი ჯერჯერობით უცნობია. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2019 წელს ჩამოჰკიდა, ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, შეხსენებისთვის, ის “ნიცასთან” მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც მას ორი მძარცველი ელოდებოდა და იარაღის მუქარით ქართველის სახლში შევიდნენ.
Le progres-ის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში