უკრაინა მიიღებს კიდევ 725 მილიონი დოლარის ამერიკულ იარაღს და ტექნიკას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ს გამოუყო კიდევ 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება.
სახელმწიფო მდივნის, ს ინფორმაციით, ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს Stinger, საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და AT-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას.
პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებით, უკრაინა ამ სამხედრო დახმარებას მიიღებს -ის თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს უკრაინის დასახმარებლად კონგრესის მიერ მხარდაჭერილი თანხა დახარჯოს არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციამდე, რომელიც 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
დარჩენილი თანხა დაახლოებით ხუთ მილიარდ დოლარამდეა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 61,4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა