აზიის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ირანის „პერსეპოლისმა“ საკუთარ მოედანზე ერაყის „ალ შორტა“ გიორგი გველესიანის მიერ 90+13-ე წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხა.
მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა – პირველ ტაიმში სტუმრები დაწინაურდნენ. 89-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 90+9-ე წუთზე ერაყულ გუნდს ისევ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს. ბოლოს კი გველესიანმა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.3, Sofascore 7.9. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 2 გოლია.