“მძარცველებმა იარაღი დაადეს” – ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაქურდეს

გუშინ “ლიონის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Le progres-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, თავად გიორგი ამ დროს სახლში იმყოფებოდა და ორი შეიარაღებული პირი იარაღით დაემუქრა.
წყაროს ცნობით, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია.
გამოცემის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, გუშინ, ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “ნიცა” 4:1 დაამარცხა. მიქაუტაძე კი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში