ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში

ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, გვაქვს სერიოზული გეგმები, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე.
„ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არსებული პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და გაფართოების თვალსაზრისით. ამაზეც 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ესეც არის ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე, ეს არის პროექტი, რაშიც დაიხარჯება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ყველა მუნიციპალურ ცენტრს საბოლოო ჯამში უნდა ჰქონდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა თავის საცურაო აუზით და თავისი სხვა სივრცეებით სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ამაშიც ძალიან სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი