ნიკა გვარამია: ყველა პოლიტიკოსმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ყველანი ჩართული და ვის ვებრძვით

“ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე ვადგენთ მის ადგილსამყოფელს. კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდა პარტია მისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში.
მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკოსმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ყველანი ჩართული და ვის ვებრძვით. ამიტომაც, ყველანი
მზად ვართ, მათ შორის, დაკავებისთვის და ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის. ცხადია, ასეა ზურაც.
კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში.
ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს!”  – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს