ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ – ისმის შეძახილები: „მონები“

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეძახილებით, “მონებო” აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანას „დიქტატორი მართავს და აქციის მონაწილეთა მიმართ სასტიკ მეთოდებს იყენებს“.
“ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხათუნა ბოლქვაძემ, რომელმაც დაკავებულთა მიმართ უმკაცრესი ფორმა გამოიყენა, ჩვენ მის ლექციებს უნივერსიტეტში არ დავესწრებით. მან უდანაშაულო ადამიანები დასაჯა, რაც მიუღებელია. ვრჩებით აჭარის მთავრობის სახლთან და ვაგრძელებთ პროტესტს, ერთი მიზნით, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ეს არის “ევროპული გზა”, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად