მომიტინგეების ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ორი დღის წინ, აქციაზე დაკავებული ექვსი პირიდან სამს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აქციაზე დაკავებული ფოტოგრაფის ლაშა ფალავანდიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
“აქციაზე დაკავებულების ორი პროცესი უკვე ჩატარდა. ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი საპროტესტო აქციას აშუქებდა, რომელიც უკანონოდ დააკავეს. ახლა სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმეებად უბნის ინსპექტორები არიან წარმოდგენილი, რომლებიც დაკავებისას რეალურად ადგილზე არ ყოფილან. სპექტაკლია ხალხო, ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას”, – აღნიშნეს მათ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან რჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას