მამუკა ხაზარაძე: ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს!

ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს!
რუსული სპეცოპერაციით მიტაცებული , ევროკავშირზე უარის თქმა, მოქალაქეების და განსაკუთრებით სამართლიანი პროტესტის არაადამიანური სისასტიკით დარბევა, ქვეყანას მიაქანებს უკიდურესად დიდი საფრთხისკენ!
სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე! – ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან დავკარგავთ ქვეყანას და თაობებს, დავკარგავთ სახელმწიფოს, რომელიც საბოლოოდ ჩაბარდება რუსეთს, რაც კრემლის და საქართველოში მისი მარიონეტული მთავრობის დიდი ხნის მიზანი და ოცნებაა.
ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
1. სასწრაფოდ შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული, ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები!
ამ ორგანომ, როგორც გამარჯვებული ხალხის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, პირდაპირ ესაუბროს ევროკავშირს, წარმოადგინოს ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით;
მიავლინოს სპეციალური მისია ბრიუსელში, ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად და გასაგრძელებლად, რაც ს მარიონეტმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების და კონსტიტუციის დარღვევით შეწყვიტა!
2. აიღოს პასუხისმგებლობა სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან მართვაზე, მთავარი მოთხოვნით – დაინიშნოს ახალი არჩევნები!
3. წარმოადგინოს დეტალური სამოქმედო გეგმა, შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად.
“ძლიერი საქართველო”, მთელი თავისი რესურსით, მზად არის ქვეყნის მასშტაბით იყოს ამ პროცესის დაგეგმვის და შესრულების არდში!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი მოსამართლეს – მტკიცებულებათა მთელი კასკადია, რომ გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით მოქმედებდა – მოვითხოვთ, გელა უძილაური დამნაშავედ ცნოთ და უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვროთ

„თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვის საქმეზე ბრალდებული დიმიტრი ბიძინაშვილი – არ შეიძლება, ეს სისხლის სამართლის საქმე იყოს, მაგრამ ამ სასამართლოში სამართლის პოვნა ძალიან რთულია – ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ