პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ტორინოს” 1:0 ამარცხებს

სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ტორინოს“ 1:0 ამარცხებს.
პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ადამსმა ბურთი თავით კარს ოდნავ ააცილა. სტუმართა რიგებში აქტიური იყო კვარაცხელია, რომელსაც სამი შანსი ჰქონდა: ჯერ მიზანს ვერ უწია, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ხოლო ერთხელ გატანა მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა არ დაანება. ტურინელთა მეკარემ აგრეთვე ლუკაკუს რთული ბურთი მოიგერია. 31-ე წუთზე კი მაკტომინეიმ ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. „ტორინოს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ კოკომ ბურთის ცარიელ კარში შეგორება ვერ შეძლო. ხვიჩას შეჩერება მეტოქეებს უჭირდათ და
მსაჯმა უხეშობისთვის ვალიუკევიჩს და პედერსენს ყვითელი ბარათები უჩვენა.
ტორინო – ნაპოლი
გოლები: 1:0 მაკტომინეი (31)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში