ბათუმში მომიტინგეები საქალაქო სასამართლოს შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ და ს საქალაქო სასამართლოს შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბარათაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია.
“ჩვენი ძმების, მეგობრების სასამართლო პროცესია, მივდივართ იქ, უკანონოდ არიან დაკავებულები და უნდა გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა”, – აცხადებენ ისინი.