პრემიერი – ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“ მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე

ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“ მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა.
„მინდა, ასევე, გამოვეხმაურო საზოგადოებრივ მაუწყებელში „ნაციონალური მოძრაობის“ შეჭრის ფაქტს. ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა. ამასთან, ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“ მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე.
ბოდიშს ვუხდი რამდენიმე გულწრფელ და შეცდომაში შეყვანილ ადამიანს, რომლის გამოსწორება, მგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს