ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განცხადებით, ბოლო 24 საათში აქციაზე დაშავებულ 7 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განცხადებით, ბოლო 24 საათში აქციაზე დაშავებულ 7 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, დაშავებულებს კი ძირითადად თავის, სახის, ცხვირის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდათ.
როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბოლო 24 საათში, აქციიდან მათ კლინიკაში 17 პაციენტი გადაიყვანეს.
„7 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 10 გაეწერა. ძირითადად, თავის, სახის, ცხვირის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,- აღნიშნა ანა დალაქიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…