გამთენიისას პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, მომიტინგეები ლოკაციას იცვლიან

გამთენიისას, 07 საათზე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მყოფი მომიტინგეების დაშლა დაიწყო. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაინაცვლეს. სავარაუდოდ, აპირებენ ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობას.
მომიტინგეებმა ღამე აქციაზე გაათენეს, სადაც აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერებასთან დაკავშირებით. აქციის მოთხოვნაა ახალი . პოლიციამ ძალის გამოყენებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა აქცია პარლამენტთან. აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც ახლოს იდგა პოლიციის კორდონებთან იყენებდა პიროტექნიკას.
დააკავეს არაერთი ადამიანი. ნეტგაზეთის კამერამ დააფიქსირა, როგორ ძალადობდნენ პოლიციელები ერთ-ერთ მომიტინგეზე მისი დაკავების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება