სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება ახალ პირობებში

საჭიროა ახალი ს ჩატარება ახალ პირობებში და ევროკავშირის ტექნიკურმა მისიამ, რომლის ჩამოსვლასაც აქ ელოდებიან, უნდა დაადგინოს, როგორ გამოსწორდეს ყველა დარღვევა, თაღლითობები. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ის [ოპოზიცია] ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არც ერთმა დემოკრატიულმა, დასავლურმა, ევროპულმა პარტნიორმა არ აღიარა ეს არჩევნები ერთ თვეზე მეტის შემდეგ, რაც უკვე ძალიან ძლიერი სიგნალია.
კიდევ მეტი რამ იქნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. საქართველოში არსებული ვითარება, სავარაუდოდ, ხელახლა განხილული იქნება ევროპულ საბჭოზე შუა დეკემბერში. ევროპარლამენტმა არ აღიარა არჩევნები, ის ახალი არჩევნების მოწოდებით გამოდის და ეს არის, რასაც საქართველოს მოსახლეობა მოითხოვს. ის არ მოითხოვს რევოლუციას, ის არ მოითხოვს არაფერს არაკონსტიტუციურს, ის მოითხოვს არჩევნების ჩატარებას, რომლებიც მოპარულ იქნა.
და სისტემური რუსული ტიპის სცენარი, რომლითაც არჩევნები იქნა მოპარული, ძალიან ნათელი და თვალსაჩინოა. და ახლა საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება ახალ პირობებში და ევროკავშირის ტექნიკურმა მისიამ, რომლის ჩამოსვლასაც აქ ელოდებიან, უნდა დაადგინოს, როგორ გამოსწორდეს ყველა ის დარღვევა, თაღლითობები. რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა შემდეგი არჩევნები დაცული იყოს იმის გამეორებისგან, რაც მოხდა,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ესტონეთის საგარეო უწყება – გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტოს