გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია რუსეთის მიმართ თავის წინა პოლიტიკას შეცდომად აფასებს

გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია შეცდომად აფასებს რუსეთის მიმართ თავის წინა პოლიტიკას.
ამის შესახებ განცხადებები პარტიის კონფერენციაზე გაკეთდა.
კერძოდ, პარტიის ლიდერმა ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ “შეცდომა იყო პუტინის სისტემისგან უფრო ადრე არ დისტანცირება”.
ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარემ, როლფ მიუტცენიხმა კი აღიარა, რომ მთლიანად ვერ შეაფასა პუტინის იმპერიალისტური აზროვნება. მან ასევე კრიტიკულად სოციალ-დემოკრატების რუსეთისადმი პოლიტიკა უკრაინაში შეჭრამდე. პარტიული ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ საკვანძო წინადადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომი აჩვენებს, “რომ ჩვენ ყოველთვის სწორად არ ვაფასებდით ბოლო წლების მოვლენებს.”
ასევე აღნიშნულია, რომ “შეცდომა იყო” იმ ვარაუდისადმი მიმხრობა, რომ ეკონომიკური კავშირების გაძლიერება რუსეთს დემოკრატიზაციას შეუწყობდა ხელს. აღნიშნულმა პოლიტიკამ ის გამოიწვია, რომ გერმანია „ცალმხრივად დამოკიდებული გახდა რუსეთზე ენერგეტიკული პოლიტიკის მხრივ“.
„სანამ რუსეთი სუვერენული სახელმწიფოების დაპყრობისა და ჩახშობის თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას მისდევს, არ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების არანაირი ნორმალიზება იყოს. იქამდე, სანამ რუსეთში ფუნდამენტალურად არ შეიცვლება რამე, რუსეთის წინააღმდეგ ევროპის უსაფრთხოება ორგანიზებული უნდა იყოს”, – აღნიშნულია წინადადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო