უკრაინას ესტუმრა შვედი მთავარსარდალი

შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი მიქაელ ბიუდენი უკრაინის არმიის აღმოსავლეთის მიმართულებით მებრძოლ ბრიგადას ეწვია.
შვედი გენერლის ვიზიტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს. შეხვედრისას გენერალი ბიუდენი გაესაუბრა არტილერისტებსა და ქვეითებს, რომლებიც შვედეთში გაწვრთნეს. უკრაინელმა სამხედროებმა მადლობა გადაუხადეს გენერალს და მის ქვეყანას მხარდაჭერისთვის.
სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი, რომელიც სწავლობს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, აღნიშნავს, რომ ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ფრონტზე მაღალი რანგის დასავლელი სამხედრო პირის პირველი საჯარო ვიზიტი.
ამ კვირის დასაწყისში ბიუდენი ეწვია კიევს. უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე შვედ სტუმართან ერთად „გრიპენის“ ტიპის თვითმფრინავების შესაძლო მიწოდება განიხილა. დისკუსიის დეტალები არ გაუმხელიათ. ბიუდენის თქმით, თვითმფრინავების გადაცემის საკითხი შვედეთში განიხილება პოლიტიკურ და სამხედრო დონეზე.
ეს არ არის ბიუდენის პირველი ვიზიტი უკრაინის საბრძოლო ზონაში. 2017 წელს ის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს სტუმრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა