ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს –

ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს –
„არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს“, – განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.
„ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ ს წინ მოვისმინეთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ. არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს. მთელმა ქვეყანამ დაინახა, როგორ ჩატარდა – ღიად, გამჭვირვალედ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც პირდაპირ და ნათლად არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მთელი კამპანიის განმავლობაში იყო სიმშვიდე, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა კამპანიის ჩატარების საშუალება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული და არ მოხდეს ის პროცესები, რაც, სამწუხაროდ, ში ხდება. ხალხმა აირჩია მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება და ღირსეული ევროპული მომავალი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული