ISW: რუსეთის ძალები ცდილობენ მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აიღონ ინიციატივა ფრონტის ხაზზე

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, ფრონტის რამდენიმე ნაწილში, შეტევითი ოპერაციები რთულ კლიმატურ პირობებში დაიწყეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ასე ცდილობენ ისინი საკუთარ ხელში აიღონ ინიციატივა რუსეთში, მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
ამ დროისათვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ უკრაინის ფრონტის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრის გასწვრივ, ბახმუტის რაიონსა და ავდეევკის მიმართულებით. ამასთანავე, ისინი აგრძელებენ არასახმელეთო შეტევებს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადებებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ინიციატივის აღება ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვარზე, ბახმუტის რაიონსა და ავდეევკა-დონეცის მიმართულებით, მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას სამხრეთის საკვანძო რაიონებში, რაზეც მოწმობს უკრაინის განგრძობითი კონტრშეტევები ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთით და ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით.
ISW-ის შეფასებით, მძიმე კლიმატურმა პირობებმა შესაძლოა იმოქმედოს საომარი მოქმედებების ტემპზე, თუმცა, მას ვერ შეაჩერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა