აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია –

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის სრულიად ეთანხმება ყველას იმ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართველი ფეხბურთელების იმ განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.
„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ გზას გავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებებიც, რომელიც ხელოვნურად იქმნება, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო.
დღეს ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელიდან გამოაცალა შანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიც გარედან ამ ტიპის განცხადებებს აკეთებთ. გინდათ? – ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული