თელავში, მერიის მიმდებარედ მესამეა დღეა აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეჩერებას და დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება არალეგიტიმურია და არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.
მათივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ წესებით მოქმედებს, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებს და უარს ამბობს ევროპულ მომავალზე.
აქციის მონაწილეები შეძახილებით პერიოდულად მსვლელობას აწყობენ და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
დღესვე აქცია დაგეგმილია ყვარელსა და გურჯაანში.