დემონსტრანტთა დაკავების პარალელურად, რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტთა დარჩენილი ნაწილის დარბევისა და მათი ნაწილის ძალადობრივად დაკავების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
გამოჩნდნენ ავტობუსებიც.ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები, – რომლებიც პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან განდევნეს, – „მარიოტთან“ იყვნენ გამაგრებულები და ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.
გამთენიისას, 06:15 საათისთვის, „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე -ის თანამშრომლებმა დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს.
რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტები კედელთან მოიმწყვდიეს სხვადასხვა მხრიდან, გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, მათი ნაწილი დააკავეს და მხოლოდ მოგვიანებით მისცეს ტერიტორისი დატოვების საშუალება.
მანამდე, წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი რჩებოდა.
გამთენიისას ბესიკის ქუჩიდან პოლიციელთა დამატებითი რაზმი ჩამოვიდა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტები კიდევ უფრო მეტად დახიეს უკან.
პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”