პრეზიდენტი ორი ჟურნალისტის მიერ „რუსთავი2“-ის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე – ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგის სასტიკ დარბევას – ციხე შიგნიდან ინგრევა!

ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ორი ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დატოვების შეახებ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას.
„ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას … ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რამეთუ ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, – განუცხადა მარიამ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია – რატომ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა იტვირთოს ყველას როლი? ვინმეს ხომ არ დასჯის და სანქციებს დააწესებს? ცდილობს, იყოს გამაერთიანებელი და ვისთანაც ხერხდება, ხერხდება – თავად გააკეთონ უკეთესად, რაც არ მოსწონთ