პრეზიდენტი: ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხი უნდა აგონ

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ ძალის გადამეტებაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.
“ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია – რატომ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა იტვირთოს ყველას როლი? ვინმეს ხომ არ დასჯის და სანქციებს დააწესებს? ცდილობს, იყოს გამაერთიანებელი და ვისთანაც ხერხდება, ხერხდება – თავად გააკეთონ უკეთესად, რაც არ მოსწონთ