სალომე ზურაბიშვილი – დღეს შემიძლია ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია

მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთლიანად სოლიდარულია „მშვიდობიანი, კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიმართ და მათ გვერდით იქნება, სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი მიზანი: საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
„მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი აქცია, ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას. ჩვენ ყველანი ვართ ერთგული ამ პროტესტში, ჩვენ ყველანი ვართ ერთად ამ პროტესტში. მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, დაწყებულია თქვენს მიერ, არავის მითითებით, მოთხოვნით, სპონტანურად, მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლისაც მეც მთლიანად ვარ სოლიდარული, თქვენს გვერდით ვარ და ჩვენ ვართ ყველანი ერთად, სანამ საქართველო არ მიღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, მიარწიოს ახალ არჩევნებს და მიაღწიოს იმას, რომ თავისი მომავალი იყოს ერთხელ და სამუდამოდ დაცული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ