ბათუმში აქციის მონაწილეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ

ბათუმში აქციის მონაწილეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედნიდან დაიძრნენ და ბარათაშვილის ქუჩისკენ მიემართებიან. ისინი პროტესტის ნიშნად ს შესასვლელის, კერძოდ, საბაგიროსთან არსებული ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ.
აქციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ.
„აქ არიან სტუდენტები ხელოვნების უნივერსიტეტიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საზღვაო აკადემიიდან… ჩვენ ყველას ერთი მთავარი მოთხოვნა გვაქვს, აღარ გვინდა რუსული ხელისუფლება, რომელიც ქართველებს ევროპულ მომავალს ართმევს“, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა