ჯონ კირბი: ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნები რუსეთში სასწაული კონკურენციის პირობებში ჩატარდება

ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთში 2024 წლის მარტისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები სასწაული რბოლა იქნება და ის ძლიერი კონკურენციის პირობებში ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა მ განაცხადა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ამ განცხადების შემდეგ კირბის გაეცინა.

ცნობისთვის, 7 დეკემბერს ს ფედერაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 17 მარტს გაიმართება. 8 დეკემბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინის კონკურენტების შესახებ არაფერია ცნობილი.

არჩევნებამდე დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ თუ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი ისევ გახდა, ეს არალეგიტიმური იქნება, რადგანაც ის პრეზიდენტად უკვე მე-5 ვადით იყრის კენჭს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით – სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის – მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს

შალვა პაპუაშვილი – საინტერესო იქნება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები, სასესიო დარბაზში პირდაპირ დავინახავთ, რა დავალებები მოდის