ბულგარეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
ელჩის თქმით, 20 წელზე მეტია დიპლომატიურ სამსახურშია და ამ პერიოდის განმავლობაში, კოლეგებთან ერთად, აქტიურად ცდილობდა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაწევას და პარტნიორებთან – ძლიერი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენებას, განსაკუთრებით -სთან.
ის აღნიშნავს, რომ ამ დაუღალავ მცდელობებს არაფრის ფასად არ უნდა გამოეთხაროს ძირი.
ოთარ ბერძენიშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და გმობს მათ წინააღმდეგ ძალადობას.