– თბილისში საპროტესტო აქციები და რეპრესიები გრძელდება – ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან

თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს.
„ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ