სალომე ზურაბიშვილი – საქართველო და რუმინეთი საკმარისია დასავლელი ლიდერებისთვის რუსეთის სტრატეგიის გასაშირად ევროპის წინააღმდეგ: სამხედრო ომი უკრაინაში, “საარჩევნო ომი” თბილისსა და ბუქარესტში

საქართველო, რუმინეთი!!! საკმარისია დასავლელი ლიდერებისთვის რუსეთის სტრატეგიის გასაშირად ევროპის წინააღმდეგ: სამხედრო ომი უკრაინაში, “საარჩევნო ომი” თბილისსა და ბუქარესტში… ??!! , – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებასაც ეხმაურება.
“საქართველო აპროტესტებს: ბიუროკრატია იღვიძებს! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, და დღევანდელ ანტიევროპულ განცხადებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად აცხადებს”, -განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)