სახალხო დამცველი: აქციები ამ დროისთვის მშვიდობიანია, შსს-ის ჩარევის საფუძველი არაა

სახალხო დამცველის ეხმაურება საპროტესტო აქციებს – აცხადებს, რომ აქციები ამ დროისთვის მშვიდობიანია, -ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს გამოხატვის უფლებაში, დემონსტრანტებს კი აქციის მშვიდობიანად გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით ამ დროისთვის, – 23:30 საათისთვის, – აქციები „ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი“.
„განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების განსაკუთრებული კონცენტრაცია. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, შესაბამისმა ორგანოებმა შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი უნდა გამოავლინოს. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების მიზეზი“, – წერს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში; ასევე, უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
„სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად“, – წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ომბუდსმენის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მორიგი განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“.
ფორუმი