პრეზიდენტი საპროტესტო აქციაზე – მე ვარ აქ, ხალხთან ერთად და ვიქნები – იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს – არ უნდა დავნებდეთ

მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არ დაინიშნება.
“დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომელზედაც ასევე ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქციებზე თვითდინებით მას შემდეგ მივიდნენ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი