მეუფე ზენონი პატრიარქს – გთხოვთ, წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას

გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას, – ამის შესახებ მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში პატრიარქს ილია
მეორეს საჯაროდ მიმართავს.
ზენონ იარაჯული პატრიარქს “ფეისბუკ” პოსტით სთხოვს, სამშობლოს საუკუნის ღალატს წინ აღუდგეს საპატრიარქო.
“თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ, გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს”, – წერს მეუფე ზენონი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ